HTML ვიდეო
ლექცია 2



ახალი პროექტის დაწყება

Html დოკუმენტის სტრუქტურა


  • < !DOCTYPE html>

    • ეს არის დოკუმენტის ტიპის დეკლარაცია.
    • ის მითითებას აძლევს ბრაუზერს რომ დოკუმენტი დაწერილია HTML5 ვერსიაზე.
    • ამ კოდის ფრაგმენტის გარეშე ბრაუზერმა შეიძლება ავტომატურად გადართოს HTML -ის დოკუმენტის სხვა ვერსიაზე, რის შემდეგაც დაირღვევა საიტის ვიზუალური სტრუქტურა

  • < html lang="en">

    • html ტეგში მოტავსებული ატრიბუტი lang="en" ნიშნავს რომ გვერდი დაწერილია ინგლისურ ენაზე.

  • <head>

    • სექცია არის მეტამონაცემების და დამხმარე ინფორმაციისთვის, რომელიც გვერდზე არ ჩანს, მაგრამ გამოიყენება ბრაუზერის მიერ.
    • ამ სექციაში ხშირად შედის:
      a) < meta charset="UTF-8">
      აღნიშნავს დოკუმენტის კოდის ფორმატს. UTF-8 მხარს უჭერს მსოფლიოს სხვადასხვა ენას, რაც უზრუნველყოფს ტექსტის სწორ გამოტანას.

      b) < meta name="viewport" content="width=device-width, initial-scale=1.0">
      აყენებს პარამეტრებს სხვადასხვა მოწყობილობების ეკრანზე გამოსახვისთვის. width=device-width აყენებს გვერდის სიგანეს მოწყობილობის ეკრანის სიგანეზე. initial-scale=1.0 განსაზღვრავს გვერდის საწყის მასშტაბს.

      c) < title>Document < /title> განსაზღვრავს გვერდის სათაურს, რომელიც: ჩანს ბრაუზერის ფანჯრის თავში. ჩნდება საძიებო სისტემის შედეგებში.

  • < body>
    მთავარი ტეგი შიგთავსისთვის, რომელიც მომხმარებელს გვერდზე უჩანს. აქ მოთავსებულია ისეთი ელემენტები, როგორებიცაა ტექსტი, სურათები, ვიდეოები, ღილაკები, ბმულები და სხვა. ყველა ვიზუალური ელემენტი ამ ნაწილშია მოთავსებული.

Html ტეგები

IMG ფოტოების ტეგი

Style ატრიბუტი


Document

HTML კონსოლი

HTML

ჩაწერილი კოდის რეზულტატი